თიხასთან მუშაობა ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ხელსაქმე, სიმბოლურად ეს არის დაბრუნება მიწის სტიქიასთან, შენს ცენტრთან, საწყისთან.
თიხის ვორქშოფზე გეძლევა შესაძლებლობა, იმუშაო თეთრ თიხასთან და შექმნა სასურველი ნივთი — ჭურჭელი, აქსესუარი ან ნებისმიერი სხვა უნიკალური ფორმა, რომელსაც წარმოსახვა გიკარნახებს.
ვორქშოფის დროს დაეუფლები ძირითადი ტექნიკებს, თიხასთან მუშაობის პროცესს და შექმნი ნამუშევარს, რომელიც შენი ინდივიდუალობისა და სითბოს მატარებელი იქნება.
თიხა შთანთქავს დაძაბულობას, ანელებს ფიქრებს და იწვევს მდგომარეობას, რომელიც ერთდროულად არის მედიტაციური და კრეატიული.ის აყალიბებს იმპულსს “ახლა და აქ” ყოფნისთვის.
ვორქშოფზე შექმნილ თითოეულ უნიკალურ ნამუშევარს გამოვწვავთ, და გაგატანთ თან — როგორც მატერიალიზებული მოგონება შინაგანი პროცესიდან. გამოცდილება არ არის საჭირო.
დასწრების ღირებულებაა 50 ლარი, აუცილებელია თანხის ჩარიცხვა წინასწარ ამ ბმულის შევსებისას.ვერ მოსვლის შემთხვევაში ბრუნდება მხოლოდ 50%
რეგისტრაციისთვის შეავსე ბმული:
https://forms.gle/zf92XQ8bZtEbK2s79
You may also like the following events from SHEN: